en
ge

პროექტის პრეზენტაცია გორში

შიდა ქართლი. გორის დემოკრატიის სკოლაში პროექტის „მედიაცია საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტური დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი” პრეზენტაცია მოეწყო.  
შეხვედრას „კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" წევრები და მედიაციის ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში, მათ წარმოადგინეს მედიაციის ცენტრის შესახებ ინფორმაცია და ისაუბრეს იმაზე, თუ რა არის მედიაცია, რატომ გვჭრდება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა პრიორიტეტები აქვს ჩვენს ქვეყანაში ახლად დამკვირდებულ მიმართულებას და რა იგეგმება მედიაციის განვითარებისთვის საქართველოში.
პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელზეც განიხილებოდა თბილისისა და გორის მედიაციის ცენტრების მუშაობის პრინციპები. აგრეთვე, საუბარი შეეხო ისეთი საკითხებს, როგორიცაა მედიაციის სამსახურის მართვის ასპექტები და უახლოს მომავალში დასახული გეგმები. 
პროექტის მიზანია საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდის დანერგვა და პოპულარიზაცია. 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.
წყარო:ginsc.net



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)