en
ge

არასამთავრობოებს და რეგიონულ მედიას თვითმმართველობის კოდექსი გააცნეს

თბილისი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თვითმმართველობის კოდექსი რეგიონულ მედიას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრა 12 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" შედგა. მასში მონაწილეობას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.
აღნიშნულ კოდექსთან დაკავშირებით, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა" (R-CSN) რომლის ფასილიტაციასაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" ახორციელებს კონკრეტული რეკომენდაციების პაკეტი მოამზადა და წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023