იმერეთი. 12 ნოემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის საკრებულოს ესტუმრნენ.
მოსწავლეებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილები შეხვდნენ და მათ თვითმმართველი ქალაქების მნიშვნელობაზე ესაუბრეს, გააცნეს საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა და უფლებამოსილება.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ახალგაზრდულ ფორუმზე თერჯოლის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში ამავე მოსწავლეებისათვის მოეწყო სასწავლო ვიზიტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალშიც, მოსწავლეები გაეცვნენ საიას ფუნქციებსა და მოვალეობებს. ადვოკატების მუშაობის პროცესსა და დაათვალიერეს ორგანიზაციის ბიბლიოთეკა,რომელშიც 3500 წიგნია დაცული.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში