en
ge

შეხვედრა რუსთავის საჯარო სკოლაში

ქვემო ქართლი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქას წარმომადგენელი რუსთავის მე–11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. 
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ პროგრამის მიმდინარეობასა და პრიორიტეტებს.
იმის გამო, რომ აღნიშნულ სკოლაში სამოქალაქო კლუბმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი გააქტიურონ კლუბი. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო კლუბის დანიშნულების შესახებ, მუშაობის სტილის შესახებ, თუ რა აქტივობები უნდა აკეთოს კლუბმა.
ამავე შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაგეგმეს კლუბის პირველი შეხვედრა და ჩამოწერეს ის სავარაუდო აქტივობები, რომელსაც კლუბის წევრები მუშაობის დაწყებისთანავე განახორციელებენ.
კლუბის წევრები ქალაქში არსებული პრობლემების დიაგნოსტიკისთვის პირველ ეტაპზე მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავენ, რის შემდეგაც იმ პრობლემებზე მუშაობას დაიწყებენ, რომლის მოგვარებაც თვითმმართველობასთან თანამშორმლობით შეუძლიათ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)