en
ge

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ქუთაისში

იმერეთი. 13 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა ტრენინგ-სემინარს – „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება". ღონისძიებას მოწვეული ტრენერი, იურისტი თამარ გურჩიანი უძღვებოდა, შეხვედრაში მონაწილეობა ცენტრის 34–მა წევრმა მიიღო.  ტრენინგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ. ყურადღება იქნა გამახვილებული რასობრივ, ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ განსხვავებებზე, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. 
ტრენინგ-სემინარის მსვლელობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის ჯგუფური და სიტუაციური სავარჯიშოები. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)