en
ge

ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა

თბილისი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების  შესაბამისობის კვლევის მეათე ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ორკვირიანი პერიოდის შეჯამებას წარმოადგენს და  ორსაფეხურიანია. კვლევის პირველ ეტაპზე გამოვლინდა 2012  წლის 3-17 აგვისტოს ჩათვლით 7 ტელეკომპანიის მიერ (პირველი არხი, „იმედი", „რუსთავი 2", „კავკასია",  „მაესტრო", „მეცხრე არხი", „რეალ ტვ") ყველაზე ინტენსიურად გაშუქებული თემები. კვლევის მეორე ეტაპზე, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" (ISSA), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დაკვეთით,  ჩაატარა მასობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისში. სულ გამოიკითხა 400 რესპონდენტი თბილისის ათივე ადმინისტრაციულ რაიონში. გამოკითხვის ფარგლებში,  რესპონდენტებს უნდა შეეფასებინათ თითოეული გაშუქებული თემის მნიშვნელობა და მოეხდინათ მათი რანგირება მნიშვნელოვნების მიხედვით.
ტელევიზიების მონიტორინგი 2012  წლის 2  აპრილს დაიწყო და უკვე გამოქვეყნებულია ცხრა პერიოდის ანგარიში 
კვლევა
წყარო: cdi.org.ge 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)