en
ge

„საქართველოს და ევროკავშირს შორის ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარების შესაძლებლობა“

თბილისი. საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია გამართეს. აღნიშნული კვლევა ეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ცირკულარული მიგრაციის სქემების განვითარების შესაძლებლობებს, კერძოდ, კვლევის შედეგად გაანალიზებულია  ცირკულარული მიგრაციის ცნება, მიზნები, საქართველოდან ევროკავშირში შრომითი მიგრაციის ხასიათი, არალეგალური მიგრაცია, მიგრაციის ასპექტები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ცირკულარული სქემებით, ცირკულარული მიგრაციის პროგრამების სარგებელი მიგრანტებისთვის, ცირკულარული მიგრაციის სქემები ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის, საქართველოსთან მიმართებით ცირკულარული მიგრაციის განვითარების პერსპექტივები. კვლევა განხორციელდა პროექტის – „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" – ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სრულად
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)