en
ge

სტაჟირების პროგრამა ქვემო ქართლში

ქვემო ქართლი. სიქას ორგანიზებით სასკოლო სამოქალაქო კლუბების 14 წევრი სტაჟირების პროგრამით რეგიონის სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობს. სტაჟირების პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. რუსთავის ოთხი საჯარო სკოლის მოსწავლეები სტაჟირების პროგრამით მუშაობენ რუსთავის იუსტიციის სახლში, ორი საჯარო სკოლის მოსწავლეები კი სტაჟირებას მსოფლიო ენების აკადემიაში გადის. მარნეულის საჯარო სკოლების ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები სტაჟირების პროგრამით მარნეულის იუსტიციის სახლში მუშაობენ. საერთო ჯამში იუსტიციის სახლებში სტაჟირების პროგრამით 12 მოსწავლე მუშაობს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)