en
ge

სასკოლო ეკოკლუბების მოსწავლეთა ვიზიტი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში

სამცხე–ჯავახეთი. 9-10 ნოემბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" ინციიატივით გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლაში შექმნილ ეკო კლუბებში გაერთიანებული 78 მოსწავლე ეწვია ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს. მოსწავლეები გაეცვნენ აღნიშნული პარკის ბიო მრავალფეროვნებას და პროფესიონალ ექსკურსია მძღოლთან ერთად ფეხით გაიარეს სპეციალური მარშრუტი.
აღნიშნული ტურის მიზანი იყო ეკოკლუბების მოსწავლეები გაცნობოდნენ ტყე-პარკის ფაუნასა და ფლორას და შეერჩიათ თემები, რომელთა დამუშავების შემდეგ ისინი წარდგებიან სპეციალურ კონფერენციაზე.
ღონისძიება გაიმართა პროექტ – „ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა" – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება UNICEF-ის მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)