en
ge

საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის განცხადება

თბილისი. საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც ორგანიზაცია პარლამენტის თავმჯდომარეს და მინისტრებს, გიორგი კვირიკაშვილსა და გურამ ოდიშარიას მიმართავს. მიმართვაში საუბარია ახალ საკანონმდებლო პროექტზე, რომლის მიზანია ცვლილებები შეიტანოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში. „მიუხედავად იმისა, რომ გულდასმით შევისწავლეთ კანონპროექტთან დაკავშირებული ყველა მასალა, ჩვენთვის გაუგებარია და ბუნდოვნად რჩება მისი მიღების რეალური არსი და მიზანი, განმარტებით ბარათში არაფერი არ არის ნათქვამი თუ რა მიზნებს ისახავს ინიციატორი ცვლილების განხორციელებისას, ამასთან ერთად გვინდა უარყოფითად შევაფასოთ ის ფაქტი, რომ ამ ცვლილებებთან მიმართებით ინიციატორებს არ ჩაურთავთ არც ერთი სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ერთი ექსპერტი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, არ გამართულა კონსულტაციები. ...გთხოვთ, იზრუნოთ, რომ საზოგადოებისათვის დაუყონებლივ გახდეს ცნობილი საქართველოს მთავრობის რეალური მოტივაცია, თუ რა მიზანს ისახავს ახალი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება", ნათქვამია მიმართვაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)