en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაცია

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით „იმ პირთა მიწები, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სისტემური ხარვეზის (ე.წ. ზედდების) გამო სახელმწიფო საკუთრებაში დაარეგისტრირა, პირვანდელ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ". ამის შესახებ ორგანიზაციამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო იმ კომისიის შემადგენლობაში შედის, რომელიც საკუთრების თემასთან დაკავშირებული პრობლემებს შეისწავლის. კომისიის სამოქმედო ტერიტორიად მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა განისაზღვრა. ორგანიზაცია „მიესალმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრის სისტემური ხარვეზის შედეგად შელახული საკუთრების უფლებების აღდგენის კომისიის შექმნის შესახებ. ვფიქრობთ, რომ იგივე ტიპის კომისიის შემქნა აუცილებელია სხვა ტერიტორიულ ერთეულებში, რათა საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მოხდეს გონივრულ ვადებში ნაკლები დანაკარგების გარეშე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)