თბილისი. 14 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული კვლევა განხორციელდა, როგორც სოციოლოგიური კვლევის, ასევე სასამართლო პრაქტიკის ანალიზის ფორმებით და მისი ჩატარება უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ". კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა მაგალითად თუ რომელ სახელმწიფო ინსტიტუტებს ენდობიან ეთნიკური უმცირესებობები? როგორია სასამართლოს მიმართ ნდობა? როგორ აფასებენ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას და ა.შ.
ეროვნული უმცირესობების მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კვლევა განხორციელდა პროექტის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ადმინისტრაციული სამართლის სფეროში" – ფარგლებში, რომელსც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, JILEP– ის პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში