ქვემო ქართლი. 13 ნოემბერს ბოლნისის კულტურის სახლში „ქვემო ქართლის ახალგაზრდული ფესტივალი 2013" გაიმართა. ღონისძიება „სიდას" პროექტის – „არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" – ფარგლებში ჩატარდა და მას ბოლნისელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი პრობაციონერები დაესწრნენ.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ქვემო ქართლის კულტურის სახლები, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ცენტრები, საჯარო სკოლები და სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსები.
გაიმართა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა, ჩატარდა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ხრიდოლში. ფესტივალის ბოლოს, დასკვნითი კონცერტი გაიმართა ბოლნისის კულტურის სახლში.
წყარო:cida.ge