en
ge

ქალი და ჯანმრთელობა - საუბრები „ახალ სიცოცხლეში“

კახეთი. ფონდ „ახალ სიცოცხლეში" შეხვედრა გაიმართა თემაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობას ქალისთვის. შეხვედრას კახეთის მასშტაბით, სხვადასხვა პროფესიის ქალები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია ქალების ინფორმირებულობის გაზრდა ქალთა ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორის, ნატო როსტომაშვილის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებას სხვადასხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქალები ესწრებოდნენ:
,,ფონდი „ახალი სიცოცხლის" ორგანიზებით მოვიწვიეთ სხვადასხვა ქალაქიდან სხვადასხვა პროფესიის მქონე ქალები, ქალთა ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლები. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვისურვებდი, ხშირად ჩატარდეს. ’’
ღონისძიება „მშვიდობის კორპუსის" მოხალისე ამერიკელებისა და ფონდი „ახალი სიცოცხლის" ორგანიზებით ჩატარდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)