en
ge

დისკუსია: „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებები“

იმერეთი. 14 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის სადისკუსიო კლუბის შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის თემა იყო „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებები". შეხვედრაში ცენტრის 41 წევრი ღებულობდა მონაწილეობას. ახალგაზრდებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რუსლან პოღოსიანთან და მოწვეულ სპეციალისტ ზვიად თავაძესთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლი და სხვა საკითხები.
ტრენინგ-სემინარი გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) , აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)