აჭარა. რას ნიშნავს არასამთავრობო სექტორი, რა როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და , ზოგადად რითი ეხმარება ის საზოგადოებას – გაზეთ „ბათუმელებს" ამ საკითხზე დავით ზურაბიშვილი ესაუბრა. იგი წლების მანძილზე მუშაობდა არასამთავრობო სექტორში.
ამონარიდი ინტერვიუდან: „...არასამთავრობო სექტორი, ინგლისური, კომპიუტერი, სოროსის ფონდი... არის რაღაც ახალი, როგორც მაგალითად, ჩვენი მამების თაობისთვის სიახლე იყო ტელევიზორი და როკმუსიკა. ჩემ თაობაში ახლა აღარ ითვლება როკმუსიკა საშინელებად, მაგრამ მაშინ ითვლებოდა და გვიშლიდნენ, ჩუმად უსმენდა ხალხი. აი, დაახლოებით იგივეა ესეც, მიეჩვევა ხალხი ამას და შემდეგ თაობაში ეს იქნება ჩვეულებრივი ამბავი..."
წყარო: netgazeti.ge