თბილისი. ახალგაზრდა ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს თემა: „ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე მოძიებული მასალები, ბრალდებები „ქართული კვების" კომპანიის მიმართ. გათავისუფლებული მზარეულის უფლებების დაცვა". როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული ახალგაზრდა ადვოკატები ოსიაურის საწვრთნელი ბანაკიდან გათავისუფლებულ მზარეულს უფლებების დაცვას სთავაზობენ.
„შესაძლებელია, მზარეულმა მართლაც დაუშვა შეცდომები. შესაძლებელია, მზარეული მხოლოდ დაბალი რგოლი იყოს, ვისზეც სურთ პასუხისმგებლობის გადაკისრება. სინამდვილეში, რა მოხდა, უნდა დაიწყოს გამოძიება და გვეცნობოს უტყუარი მტკიცებულებები. ცალსახად, ლინჩის წესით მზარეულის გასამართლება, ყველაფერში მის ბრალეულ ქმედებაზე მითითება, ისე, რომ არავინ იცის რა მოხდა, სარწმუნო არ არის" – განაცხადა ახალგაზრდა ადვოკატების ერთ–ერთმა ლიდერმა პრესკონფერენციაზე არჩილ კაიკაციშვილმა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში