შიდა ქართლი. ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე სიმბოლურად აღნიშნა. ახლგაზრდული ცენტრის მოზარდები, აზერბაიჯანელებით ჩასახლებულ სოფელ ფერმაში იმყოფებოდნენ, სადაც თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაატარეს თემაზე „ტოლერანტობა მრავალეთნიკურ საქართველოში".
აქტივობა დაიგეგმა „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში