ქვემო ქართლი. 16 ნოემბერს, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა დმანისის საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩაატარეს. ღონისძიების მიზანი ტოლერანტობის შესახებ ცოდნის გაღრმავება იყო. მასში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ტრენინგი ჩატარდა პროექტ „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოშის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია(UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების(USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში