კახეთი. 16 ნოემბერს, თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები თანაქალაქელებს ტოლერანტობის შესახებ ესაუბრებოდნენ, მომზადდა თემატური ვიდეო რგოლები. აქციის მონაწილეებმა ჩაატარეს გამოკითხვაც, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მოსახლეობის 90–მა პროცენტმა არ იცის ტოლერანტობის შესახებ. ღონისძიება ჩატარდა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში