en
ge

ამხანაგობების თავმჯდომარეების პრეზენტაცია

იმერეთი. ცენტრ „აფხაზეთის" პროექტის – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნა და განვითარება"  – ფარგლებში ქუთაისში შექმნილი ამხანაგობების თავმჯდომარეებმა პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციაზე მოხსენებები გააკეთეს იმ ამხანაგობების თავმჯდომარეებმა, რომლებიც სასწავლო ტურით სლოვაკეთში იმყოფებოდნენ და მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია სლოვაკეთში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში შესაძლებელია სლოვაკეთის მაგალითების გამოყენება, როგორიცაა დაშენება სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობით, მოსაკრებლების დაწესებით გარემო პირობების გაუმჯობესება, სარდაფების მოწესრიგება და გამოყენება და სხვა. 
პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" მიერ USAID-ის „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები" ინიციატივის მხარდაჭერით. 
წყარო:ახალგაზრდული პარლამენტის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023