ოზურგეთი. ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" წევრებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ასოციაციაში მოეწყო პრეზენტაცია–დისკუსია თემაზე „ეთნიკური მრავალფეროვნება". პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ქალაქში მოაწყვეს აქცია: „ჩვენ ტოლერანტები ვართ! შემოგვიერთდით!".
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ცენტრის წევრებმა სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლაშიც ჩაატარეს ტრენინგი. თანატოლგანმანათლებლებმა გაუღრმავეს ცოდნა ახალგაზრდებს ტოლერანტობის შესახებ.
პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო:ახალგაზრდული პარლამენტის გვერდი სოციალურ ქსელში