თბილისი. 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „ცოცხალი ადამიანების ბიბლიოთეკა" გაიმართა. ორგანიზაცია „დრონის" მიერ ორგანიზებული ღონისძიების დევიზი იყო „გადალახე ბარიერები, დაძლიე შენი ცრურწმენები". ცოცხალ ბიბლიოთეკაში წიგნებს ადამიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც მკითხველებთან პერსონალურ დიალოგში ჩაერთვნენ. შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე საათის განმავლობაში მიეცა შესაძლებლობა, არაფორმალურ გარემოში გაესაუბრებოდა „წიგნებს" და მოესმინა მათი ცხოვრებისეული ისტორიები.
წყარო:ახალგაზრდული პარლამენტის გვერდი სოციალურ ქსელში