en
ge

მედიაპორტალის ტრენინგი ბათუმში

აჭარა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაპორტალმა" ბათუმში, გაზეთ „ბათუმელებში"ტრენინგი გამართა, რომელსაც გაზეთის რედაქტორები და ჟურნალისტები დაესწრნენ.  ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათია აბრამია დამსწრეებს ნიუსრუმის მართვის და სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების შესახებ ესაუბრა, ასევე მისცა კონკრეტული რეკომენდაციები სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით. ნათია აბრამიას ტრენინგი გაიმართა „ბათუმელების" მედიასკოლაშიც.  შეხვედრის თემა ახალი ამბების გაშუქება იყო. 
პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ–ს საელჩოს დაფინანსებით, ტრენინგები უკვე გაიმართა ქუთაისში, გორში, თელავსა და ახალციხეში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)