სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის პროექტის – „უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს" – ფარგლებში მორიგი აქტივობები ჩატარდა. უფასო იურიდიული კონსულტაცია ნინოწმინდის სამართლებრივი ცენტრის იურისტებმა სოფელი ყაურმის, დიდი ხანჩალის, გორელოვკის და კაკნადუს მოსახლეობას გაუწიეს, სოფელი კარტიკამის და კულიგამის მოსახლეობას კი ახალქალაქის სამართლებრივი ცენტრის იურისტები დაეხმარნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში