ქვემო ქართლი. 17 ნოემბერს, სიქას ორგანიზებით, რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრებმა ავტო-კატასტროფებში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ანიშნეს. საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს, რის შემდეგაც საინფორმაციო პოსტერებით ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს.
ღონისძიების მონაწილე თემის წევრებმა აღნიშნეს: „ძალიან დროული და აქტუალურია, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობის ფონზე, მოსახლეობას შევახსენოთ საგზაო შემთხვევების რისკების შესახებ, მოვუწოდოთ მოქალაქეებს დაიცვან მეტი სიფრთხილე გზებზე ქვეითად თუ ავტომანქანით მოძრაობის დროს".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში