en
ge

დისკუსია – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“ – გორში

შიდა ქართლი. 19 ნოემბერს, გენდერული თანასწორობის ქსელის ორგანიზებით გამართა დისკუსია – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში". შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დონეზე და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის აქტიურ ლიდერ ქალთა გამოვლენა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გენდერული თანასწორობის ქსელის შიდა ქართლის რეგიონის კოორდინატორმა და რაიონული თანაკოორდინატორებმა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მსურველი ლიდერმა ქალებმა, გენდერულ თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების (ჯანდაცვა, მასწავლებლები), რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, მასმედიის წარმომადგენლებმა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)