en
ge

„გურიის რეგიონში ადგილობრივი ბიბლიოთეკების რესურს-ცენტრებად გადაქცევა“

გურია. 2012 წლის 1 ივლისიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი „გურიის რეგიონში ადგილობრივი ბიბლიოთეკების რესურს-ცენტრებად გადაქცევა". პროექტის განმახორციელებელია „ღირებულებათა ინსტიტუტი", პროექტის პარტნიორია „გურიის აგრობიზნესცენტრი", ასევე პარტნიორი და ბენეფიციარი „ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა".
პროექტის მიზანია ადგილობრივი თემების განვითარება თანამედროვე საინფორმაციო რესურსებზე ხელმისაწვდომობის  გაზრდის საშუალებით. აღნიშნულის მისაღწევად გაუმჯობესდა ბიბლიოთეკების მატერიალ-ტექნიკური ბაზა და ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი თემის ლიდერების და ბიბლიოთეკარებისათვის.   პროექტი ხორციელდება ოზურგეთში და მუნიციპალიტეტში შემავალ შემდეგ სოფლებში: შრომაში, მთისპირში, ბახვში, შემოქმედში, მერიაში, ლიხაურშიი, თხინვალში, ურეკში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)