en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით პეტიცია გაავრცელეს. „ხელმომწერი პირები უარყოფითად ვაფასებთ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა:  - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა.
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით არ არის განსაზღვრული, თუ რა იგულისხმება განსაკუთრებულ შემთხვევებში  და რა მოიაზრება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობაში. აღნიშნული ორი გარემოება კი  გადაწყვეტილების მიღების პროცესში სუბიექტურობის მაღალ საფრთხის შემცველია და შესაძლოა, უარყოფითად აისახოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე", ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება ღიაა ხელმოსაწერად, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზციებისთვის, ისე კერძო პირებისთვის.
პეტიცია




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)