იმერეთი. 18 ნოემბერს, ქუთაისში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ქუთაისის „ხელოვნების ცენტრის" ორგანიზებით კულტურული ღონისძიება „არაჩვეულებრივი დღე" გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა „ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" პაციენტთა და იმერეთის ახალგაზრდა შემოქმედთა ნახატები, ილუსტრაციები, სკულპტურები. მცირე სცენაზე კი ახალგაზრდა მსახიობებმა წაიკითხეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პაციენტთა პოეტური და პროზაული ნაწარმოებები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში