ქვემო ქართლი.18 ნოემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის – „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" – ფარგლებში, „ერთი ფანჯრის პრინციპის" საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და ბენეფიციარები, რომლებიც თავად წარადგენდნენ პრობლემურ საკითხებს. შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობისათვის ყველაზე მწვავე 6 შემთხვევა.
პროექტი – „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" – ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და ფონდ ,,ტასოსთან'' თანამშრომლობით, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
წყარო:ginsc.net