en
ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხელისუფლებას

თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას, ვინც დღესდღეობით პასუხს აგებს მიმდინარე პროცესებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები შერიგების, ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. მრავალმხრივად გაიაზროს საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტები, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ სამამულო ომს, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას და სისხლისღვრას. მიგვაჩნია, რომ რუსული ოკუპაცია ერთი-ორად დამღუპველია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის - ყველასთვის, ვინც ახლა იქ ცხოვრობს და ვინც წლების განმავლობაში ბედის ანაბარად ჰყავს მიტოვებული საქართველოს სახელმწიფოს. მავთულხლართები, მიწათხრილები და კედლები, რომლებიც ყოფს ხალხებს ერთმანეთისგან, მხოლოდ ცალმხრივი ძალისხმევით ვერ დაიშლება. როგორც არასდროს, დღეს გადაუდებლად საჭიროა სიძულვილისგან გაყინული გულების გათბობა, წარსულის სიბნელისა და სისასტიკის განეიტრალება მიტევებითა და შერიგებით", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: humanrights.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)