შიდა ქართლი. 19 ნოემბერს, გენდერული თანასწორობის ქსელმა გორში საჯარო დისკუსია – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" – გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დონეზე და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისათვის აქტიურ ლიდერ ქალთა გამოვლენა.
ღონისძიება გაიმართა პროექტის – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „გენდერული თანასწორობის ქსელის" მიერ, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი"-ს (IFES) და „ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში