en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პროექტის შეჯამება

თბილისი. 20 ნოემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ" პროექტის შეჯამება და სარეკომენდაციო დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს რვა რეგიონში განხორციელდა. ასოციაციამ პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც პროექტის მონაწილეთა მოსაზრებებზე დაყრდნობით კონკრეტული რეკომენდაციებია ასახული საკონსტიტუციო რეფორმის განმახორციელებელი ინსტიტუციებისთვის. 
პროექტში 400-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწიელობდა, მათ მოისმინეს ტრენინგ-სემინარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპებისა და ძირითადი ინსტიტუტების შესახებ. პროექტის მიზანს წარმოადგენდა ერთი მხრივ, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციურ-სამართალებრივ პროცესებთან და ინსტიტუტებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, ღია დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდული აზრის აკუმულირებას დაგეგმილი საკონსტიტუცო რეფორმის ძირეულ საკითხებზე.
წყარო:ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)