en
ge

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლევა ჩატარდა

იმერეთი. „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრმა" ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვლევა  ჩაატარა. დოკუმენტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი  პრობლემებია. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულ პატიმართა 70%  ციხეში მოხვედრის შემდეგ ან ავადდება  ან ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდება. ცენტრმა კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა. „აღნიშნული  კვლევის დროს დავადგინეთ, რომ სამუშაოა შემდეგი მიმართულებებით: ეს არის ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართათვის სისტემის ჩამოყალიბება, ადრეული მონიტორინგისა და ინტერვენციის მექანიზმის შექმნა და ასევე ექიმების ქცევის წესების სპეციალური სახელმძღვანელოს გამოშვება"- განაცხადა „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, ანა ჩაფიძემ.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კვლევის სრული  შედეგები  უკვე გააცნეს  სასჯელაღსრულების სამინისტროს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)