სამცხე–ჯავახეთი. 20 ნოემბერს ახალციხეში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.
მონაწილეებმა იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გამოყენება და რა საფრთხეებს შეიცავს მიგრაციის არალეგალური ფორმა.
აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" – ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ხელმძღვანელის, ხათუნა ბურკაძის განმარტებით, შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება, რათა მოსახლეობას კონკრეტული წარმატებული მაგალითის საფუძველზე აუხსნან ლეგალურად დასაქმების შემთხვევაში რა ტიპის სამართლებრივი გარანტიები ექნებათ ემიგრანტებს.