თბილისი. 19 ნოემბერს, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში პროექტის – „მეგობრული გზები" – პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტებმა შეხვედრაზე სტუდენტებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და გამოთქვეს საკუთარი ხედვა.
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ და ორგანიზაცია „ელვას" წარმომადგენელმა პროექტის მნიშვნელობასა და მის შინაარსზე ისაუბრეს. პროექტი ხორციელდება საქართველოში და მისი მიზანია აღმოიფხვრას ეგრედ წოდებული შავი წერტილები საქართველოს გზებზე, რათა შემცირდეს ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში