თბილისი. კოალიციამ „მედიის ადვოკატრებისთვის" განცხადება გამოაქვეყნა. „კოალიცია კომპანია „TV3"-სა და „ენერჯი გრუპს" „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფასა და დარღვევაში ადანაშაულებს. კოალიციას მიაჩნია, რომ რადგანაც ორივე კომპანიის დირექტორი, კახა ბაინდურაშვილი იკავებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას, მას არ აქვს უფლება ჰქონდეს მაუწყებლობის ლიცენზია, ან ფლობდეს გარკვეულ წილს", ნათქვამია განცხადებაში.
„მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რეაგირებისა და კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
წყარო: idfi.ge