en
ge

„იკომოს საქართველო“ საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი. „იკომოს საქართველომ"  საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილ საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია:  „აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მომავალს. შემოთავაზებული მექანიზმი უზრუნველყოფს მთავრობის მხრიდან გამარტივებული წესით ძეგლის სტატუსის მოხსნას, ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას და მთავრობის აგრესიული ჩარევის საფრთხეს ქმნის. შედეგად, ეკონომიკური განვითარების სახელით კულტურული მემკვიდრეობის მორიგი ნგრევის მოწმენი გავხდებით". 
სრულად 
წყარო: netgazeti.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)