თბილისი. 26-27 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ყველა ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს ოჯახურ გარემოში". ღონისძიების მიზანია შეაჯამოს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის განხორციელებისას მიღწეული პროგრესი.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები, გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები.
წყარო:UNICEF Georgia