აჭარა. 21 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „მეთევზეთა ასოციაციამ" პრეზენტაცია გამართა. ასოციაცია დაფუძნდა ორგანიზაციის ,,ფლორა და ფაუნას" მიერ ორგანიზაცია „ბორჯღალთან" პარტნიორობით განხორციელებული პროექტის - „ტრადიციული მეთევზეობის ხელშეწყობის პროგრამა" - ფარგლებში. ასოციაციის მიზანია მეთევზეთა მცირე გაერთიანებების - ,,სანაპირო ბრიგადების" ინტერესების დაცვა და საქართველოში ტრადიციული მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობა.