en
ge

EMC: „იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილმა სამართალდარღვევების რიცხვმა იმატა“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი „ბოლო პერიოდში იეჰოვას მოწმეების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევების ზრდის ტენდენციას" ეხმაურება. ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს, საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გაატაროს „დროული და ეფექტური სამართლებრივი და ინფორმაციული პოლიტიკა". „რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურ სამართლებრივ რეაგირებასა და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს, რაც დანაშაულის პრევენციის საფუძველია. ამგავრი ძალადობის მიმართ სახელმწიფოს „შემწყნარებლობა," რომელიც, როგორც წინა წლებში, ისე მიმდინარე წელსაც ვლინდება, სერიოზულად აფერხებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების სათანადო დაცვასა და ტოლერანტული, მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებას", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო: emc.org.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)