სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ შეხვედრა ჩატარდა. ახალგაზრდებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცე-ჯავახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, მისი დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ქართულ და სომხურ ენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში