en
ge

რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგის შედეგები

თბილისი. 22 ნოემბერს, „ინტერნიუსი საქართველომ" რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. მკვლევარები 16 სექტემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით 12 რეგიონული მაუწყებლის გამოშვებებსა და ტოქშოუებს აკვირდებოდნენ. „მონიტორინგის შედეგებით, სექტემბერში წინასაარჩევნო კამპანია, თითქმის, არ შუქდებოდა. საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის დათმობილი დრო 1 ოქტომბრიდან გაიზარდა. უშუალოდ არჩევნების დღეს, 27 ოქტომბერს კი ტელეკომპანიათა უმეტესობა საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. არჩევნების შემდეგ გაგრძელდა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე არსებული ტენდენცია და საინფორმაციო გამოშვებებში ადგილობრივი ხელისუფლებისადმი დათმობილი დრო გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, რეგიონულმა ტელეკომპანიებმა საინფორმაციო გამოშვებებში  მონიტორინგის სუბიექტების მხოლოდ მცირე ნაწილი გააშუქეს", ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.
მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია
წყარო: media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023