en
ge

IDFI-ის განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდის შესახებ

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესახებ ინფორმაციის განახლებას. 
„სამწუხაროა, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული აღარ არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მუშაობის დროს გამოცემული სამართლებრივი აქტები, განცხადებები, პრეს რელიზები, გამოსვლები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარი მოვლენების შესახებ ნებისმიერ სახის ინფორმაცია.    მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვებ-გვერდზე ახალი პრეზიდენტის შესახებ განახლებული ინფორმაციის განთავსებასთან ერთად, მოცემული იყოს წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ცნობები, რათა შენარჩუნებული იყოს საჯარო დაწესებულების ვებ-გვერდის ინფორმაციული მდგრადობა და გამჭვირვალობა", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო: idfi.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)