თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია „მოუწოდებს მუნიციპალური განვითარების ფონდს, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მშენებლობისას სრულად გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება ჯანდაცვის ობიექტების მისაწვდომობაზე".
EMC–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაწყებული მასშტაბური პროექტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 81 პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების აგებას ითვალისწინებს, არ შეესაბამება მშენებლობის იმ ნორმალებსა და ინსტრუქციებს, რაც უზრუნველყოფს ობიექტების სრულ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. კერძოდ, ობიექტების მოწყობის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მაჩვენებლები, ვერ უზრუნველყოფს შენობების სრულ მისაწვდომობასა და დამოუკიდებლად სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათავის, რაც მათი უფლებების დარღვევის საფუძველს ქმნის".
წყარო:emc.org.ge