en
ge

მრგვალი მაგიდა კულტურული მემკვიდრეობის კანონში შესატან ცვლილებებზე

თბილისი. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა პეტიციით მიმართეს ეკონომიკის და კულტურის სამინისტროებს. პეტიციას 37 ორგანიზაცია აწერს ხელს და ასევე მას 1230 ფიზიკური პირი შეუერთდა (22 ნოემბრის მონაცემებით). „ხელმომწერი პირები უარყოფითად ვაფასებთ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს... რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა: განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა", ნათქვამია პეტიციაში.
აღნიშნულ საკითხზე კულტურის სამინისტროში 50–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, დარგის ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა. სხდომას კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, რომელმაც არასამთავრობო სექტორს კანონპროექტის დასაბუთების შესახებ ესაუბრა. აღნიშნულმა საკითხმა დისკუსია გამოიწვია.
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ და ისინი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმუშავენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ შევიდნენ სამუშაო ჯგუფში, თუმცა თუ მთავრობა არ გამოითხოვს და პარლამენტი მიიღებს ზემოთაღნიშნულ ცვლილებებს, ჯგუფის მუშაობის მნიშვნელობას, ისინი ვერ ხედავენ.
სავარაუდოდ, სამუშაო ჯგუფი მომავალ კვირას დაიწყებს მუშაობას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)