თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ახალ ბლოგპოსტს აქვეყნებს: „ბავშვი და უხილავი ხელი" (ავტორი ვატო ჯორკოშვილი). იგი ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების საკითხებს ეხება. „სამოქალაქო ღირებულებების დროული დანერგვა მოზარდებში საზოგადოების დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. მერაბ მამარდაშვილი, როგორც თავად ამბობდა, სკოლაში უბრალო მასწავლებლობაზე ოცნებობდა, რადგან თვლიდა, რომ სწორედ სკოლის ასაკში შეიძლება ჩამოუყალიბდეს ადამიანს თავისუფალი ცნობიერება. უკვე ზრდასრული ადამიანის თავისუფალ პიროვნებად გარდაქმნა, თუ ის უკვე ასეთი არ არის, შეუძლებელია", ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყარო: emc.org.ge