en
ge

საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე

თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამამ ახალი კვლევა გამოაქვეყნა: „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში". კვლევის ძირითადი მიზანი იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლო გენდერული თანასწორობის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალების ბიზნესში და პოლიტიკაში მონაწილეობაზე.
კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევით კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1760 პირისპირ ინტერვიუ მთელი საქართველოს მასშტაბით. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 16 ფოკუს–ჯგუფი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან – 8 ჯგუფი ჩატარდა სამეგრელოში, დანარჩენი კი კახეთში.
კვლევა ჩაატარა კომპანია „ეისითიმ" გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით.
კვლევა: „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში"
წყარო: www.ge.undp.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)