en
ge

შეხვედრა–დისკუსია

იმერეთი.  31 აგვისტოს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო რამდენიმე საკითხს: საარჩევნო თემატიკაზე მოსახლეობის ინფორმირებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ისაუბრა მათ მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო მონიტორინგზე. საიას წარმომადგენლის ინფორმაციით, ანგარიშში დაფიქსირებულია ზეწოლის ფაქტები, მატერიალურ–ტექნიკური თუ ადამიანური რესურსების არამიზნობრივი გამოყენება. როგორც შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების სრულად ინფორმირება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)